ზედმეტი კილოგრამებისგან განთავისუფლება და სასურველი წონის შენარჩუნება, ყოველთვის რთულია, რადგან დიეტის დაცვისას, ქალბატონების უმეტესობა ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს.
უარის თქმა საუზმეზე
კატეგორიულად არ შეიძლება საუზმის გამოტოვება, რადგან სწორედ დილის კვებაზეა დამოკიდებული ნივთიერებათა ცვლა მთელი დღის განმავლობაში. ეცადეთ საუზმეზე უფრო მეტი კალორია მიიღოთ, ვიდრე სადილსა და ვახშამზე, რადგან სწორედ ასე შეძლებთ მეტაბოლიზმის ამუშავებას და ენერგიის დიდი ხნით შენარჩუნებას.
დასვენება საუზმის შემდეგ
საკვების მიღების შემდეგ ფიზიკურ აქტივობაზე უარის თქმა – საკმაოდ გავრცელებული შეცდომაა. თუ მიირთვით, მაშინ ენერგიაც უნდა დახარჯოთ. ნოყიერი საკვების მიღების შემდეგ დივანზე წამოგორება კი – გარანტირებული ზედმეტი კილოგრამებია.
სწრაფი მომზადების ფაფა
კლასიკური სპორტული საუზმე – შვრიის ფაფა რთულ ნახშირწყლებით, მინიმუმ ოთხი საათით დაგავიწყებთ შიმშილის გრძნობას და ენერგიითაც მოგამარაგებთ. არ დაგავიწყდეთ, რო შვრია 15 წუთი უნდა ხარშოთ, სწრაფი მომზადების ფაფებს კი, რომელსაც მხოლოდ ადუღებული წყლის დასხმა უნდა – მოერიდეთ, რადგან დაფქვილი შვრიის ფანტელი ზედმეტად კალორიულია.
ცხიმი და სწრაფი ნახშირწყლები
დიეტის დაცვისას ყველაზე სახიფათო ცხოველური ცხიმისა და სწრაფი ნახშირწყლების ერთად მიღებაა. თეთრ პურის ყველთან ერთად, ან ხაჭოს ნამცხვარის მირთმევისას ორგანიზმში ინსულინი გამოიყოფა, ცხიმი კი, კანქვეშა უჯრედებში გადადის და საკმაოდ რთული ხდება მისი მოცილება.
კალორიების მარაგის ვახშმისთვის შემონახვა
თუ ვახშამზე ზედმეტი ნახშირწყლები მოგივიდათ, არ ღირს საკუთარი თავის დასჯა და დილას მხოლოდ ფინჯანი ყავით დაკმაყოფილება, რადგან „მოჯადოვებულ წრეში“ ჩაიკეტებით – საღამოს კალორიებისგან დაცვა მხოლოდ ნოყიერი საუზმით შეიძლება.
ცხიმის იგნორირება
სასარგებლო ნაჯერი ცხიმები – თხილი, ზეითუნის ზეთი, კვერცხის ცილა და რძის პროდუქტი ცხიმის ცვლის პროცესის ამუშავებას უწყობს ხელს და თუ დილას არ მიიღეთ საკმარისი ცხიმი, საღამოს აუცილებლად ტკბილისკენ გაიწევთ გული.
მსუნაგობა
დილას დიდი ოდენობით საკვების მიღება აფერხებს მეტაბოლიზმს, ორგანიზმი კი, იძულებულია დიდი დრო დახარჯოს საუზმის გადამუშავებაზე.