LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 ყველაზე ცნობილი ადამიანი, რომელსაც სააკაშვილის მსგავსად მოქალაქეობა არ ჰქონდა

მსოფლიოში დაახლოებით, ათი მილიონი ადამიანია ისეთი, რომელსაც არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს.

„კანონიერი მოჩვენებებად“ ან იბადებიან, ან შემდეგ, კონკრეტული დარღვევების შემდეგ ხდებიან.

წელს კანონიერ მოჩვენებებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეუერთდა, მას საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის შემდეგ მიღებული უკრაინის მოქალაქობა ჩამოართვეს.

„ფორტუნამ“ მოიძია სხვა ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ასევე არ ჰქონდათ არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა. მათ შორისაა:

 

ადოლფ ჰიტლერი

გერმანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, გერმანიის ფიურერი და რაიხსკანცლერი, ნაცისტური პარტიის ლიდერი. ჰოლოკოსტისა და მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ინიციატორი.

1925 წელს მან უარი თქვა ავსტრიის მოქალაქეობაზე.

 

ანა ფრანკი

ებრაელი გოგონა, რომელიც ჰიტლერის ოკუპაციის პერიოდში თავს,ამსტერდამში სამალავში აფარებდა. ის ცნობილი გახდა განთქმული წიგნის „ანა ფრანკის დღიურის“ გამოქვეყნების შემდეგ, რომელმაც ფაშიზმის სისაზარლეს ფარდა ახადა, და რომელიც მსოფლიოს მრავალ ენაზეა ნათარგმნი.

ანა ფრანკი გერმანიაში დაიბადა, თუმცა1941 წელს მას მოქალაქეობა ჩამოერთვა. სიცოცხლის ბოლომდე ის არც ერთი ქვეყნის მოქალაქედ არ ითვლებოდა. (გარდაიცვალა 1945 წელს, 15 წლის ასაკში.)

 

 

ალბერტ აინშტაინი

XX საუკუნის უდიდესი მეცნიერი. მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში. 1921 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში 1905 წელს ფოტოელექტრონული ეფექტის მისეული განსაზღვრებისთვის და ასევე თეორიულ ფიზიკაში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის.

1986 წლის იანვარში, მამის თანხმობით, მან უარი თქვა ვიურტემბერგის სამეფოს (არსებობდა გერმანიაში) მოქალაქეობაზე იმისთვის, რომ თავიდან სამხედრო სამსახური აერიდებინა. ამავე წლის სექტემბერში ის შვეიცარიის სკოლაში ჩაირიცხა უმაღლესი ქულებით. 1901 წელს კი შვეიცარიის მოქალაქე გახდა.

 

 

კარლ მარქსი

გერმანელი ფილოსოფოსი, ეკონომისტი, ისტორიკოსი, პოლიტიკური თეორეტიკოსი, სოციოლოგი, კომუნისტი და რევოლუციონერი, რომლის იდეებსაც ეფუძნება თანამედროვე კომუნიზმი.

1845 წელს პრუსიის მთავრობის მოთხოვნით მარქსი საფრანგეთიდან გააძევეს. ის ჯერ ბრიუსელში, შემდეგ კი ლონდონში გადასახლდა. ამავე დროს, მან უარი თქვა პრუსიის მოქალაქეობაზე და მთელი დარჩენილი ცხოვრება მოქალაქეობის გარეშე გაატარა.

 

 

ოსამა ბინ ლადენი

ეთნიკური იემენელი ტერორისტი საუდის არაბეთიდან, 11 სექტემბრის ტერაქტზე პასუხისმგებელი ტერორისტული დაჯგუფების, ალ-კაიდას დამფუძნებელი.

სუდანში ყოფნის დროს მან  სახელი გაითქვა თავისი გულუხვობით ღარიბების მიმართ და საუდის არაბეთის მეფის კრიტიკით. საპასუხოდ, 1994 წელს მეფემ ბინ ლადენს მოქალაქეობა ჩამოართვა და დაარწმუნა მისი ოჯახი აღარ მიეცათ ბინ ლადენისთვის 7 მილიონიანი სტიპენდია.

 

ფრიდრიხ ნიცშე

XIX საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსი. ის წერდა კრიტიკულ წერილებს რელიგიაზე, სიკვდილზე, თანამედროვე კულტურაზე და მეცნიერებაზე მეტაფორებისა და აფორიზმების გამოყენებით.

1868 წელს ნიცშემ მიიღო შეთავაზება, გამხდარიყო კლასიკური ფილოლოგიის პროფესორი ბაზელის უნივერსიტეტში. ამ დროს ის მხოლოდ 24 წლის იყო. ის დათანხმდა.

ბაზელში გადასვლამდე ნიცშემ უარი თქვა პრუსიის მოქალაქეობაზე და დარჩენილი წლები ოფიციალურად ის არ იყო არც ერთი ქვეყნის მოქალაქე.

 

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/1763974666960688/

თამთა უთურგაშვილი

magti 5g