LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

70 წლის გოლდი ჰოუნი კვლავ ქერათმიან ლამაზმანად რჩება (ფოტო)

280

მსახიობი გოლდი ჰოუნი ფოტოგრაფებმა ლოს-ანჯელესში გადაიღეს, როცა 70 წლის ვარსკვლავი სპორტ-დარბაზიდან ბრუნდებოდა. ჰოუნს სპორტული სამოსი ეცვა და მიუხედავად ასაკისა, ფანტასტიურად გამოყურებოდა. მისი ფოტოები მალევე მოხვდა ინტერნეტში და ყველა აღნიშნავდა, რომ მსახიობის ღიმილი ისეთივე მომხიბვლელია, როგორც 90-იანებში, როცა ის პოპულარობის პიკზე იყო.

ცოტა ხნის წინ 64 წლის კურტ რასელი და 70 წლის გოლდი ჰოუნი კოლორადოდან დაბრუნდნენ, სადაც ზამთრის შვებულება გაატარეს. ჟურნალისტები წერდნენ, რომ 30 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილმა ოფიციალურად იქორწინა, ამას ადასტურებდა ჰოუნის ბეჭედიც, თუმცა თავად მსახიობები ამ ინფორმაციას უარყოფენ. შეგახსენებთ, რომ ჰოუნი და რასელი ოფიციალურად არ არიან დაქორწინებულები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g