LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

700 ათას დოლარიანი Ford GT დაამტვრიეს. მძღოლმა მისი მართვა არ იცოდა

32
ford-GT

ამერიკულმა გამოცემა LAdbible გაავრცელა ინფორმაცია ინციდენტის შესახებ, რომელიც ფლორიდაში მოხდა. ადგილობრივმა მკვიდრმა, რობერტ გუარინიმ აუქციონზე 2006 წლის Ford GT – 704 000 დოლარად იყიდა. თუმცა, სპორტქარის შეძენით მიღებული ბედნიერება ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა. პირველივე მგზავრობის დროს მძღოლმა საჭის მართვა დაკარგა და ხეს შეასკდა.

მფლობელის თქმით, პრობლემა სპორტქარის მექანიკური გადაცემათა კოლოფი იყო, რომელშიც ის ბოლომდე ვერ გაერკვა. გარდა ამისა, Ford-ს გაცვეთილი საბურავები ჰქონდა, ხოლო გზა ზედმეტად სრიალებდა. ამასთან, მას სიჩქარის რეჟიმი არ დაურღვევია და 60 კმ/სთ-ზე სწრაფად არ გადაადგილდებოდა. დარტყმის შედეგად სპორტქარმა საკმაოდ სერიოზული დაზიანებები მიიღო. მძღოლი ფაქტობრივად უვნებელი გადარჩა.

ადგილზე მისულმა პოლიციელებმა აღმოაჩინეს, რომ რობერტს ავტომობილის მართვა საერთოდ არ შეეძლო, რადგან მართვის მოწმობა ვადაგასული ჰქონდა. ამასთან, მან ავტომობილის დარეგისტრირებაც ვერ მოასწრო. ასე რომ გარდა ძვირადღირებული რემონტისა, მას რამდენიმე ჯარიმის გადახდაც მოუწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები