საქართველო Wings for life World Run-ს წელს მესამედ უერთდება. საქველმოქმედო მარათონი წელს ლოპოტას ტბის ჩასახვევიდან დაიწყება და 10 კილომეტრს მოიცავს. მსოფლიო მარათონში მონაწილეობის სურვილი 7 ათასმა მონაწილემ გამოთქვა და მათ რეგისტრაციისას საჭირო თანხა, 30 ლარი, სრულად გადარიცხეს ზურგის ტვინის დაზიანების მკურნალობის ფონდში.
მარათონს უნიკალური ფორმატი აქვს. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესიონალ, მოყვარულ მორბენლებსა და ეტლით მოსარგებლე ადამიანებს. Wings for Life World Run-ს არ აქვს სტანდარტული ფინიშის ხაზი. ფინიშის მანქანა სტარტიდან 30 წუთის შემდეგ იწყებს მოძრაობას და 14 კმ/სთ მოძრაობს. მისი გასწრება, რბენიდან გამოთიშვას ნიშნავს. საბოლოოდ კი იმარჯვებს ის, ვისაც ბოლოს დაიჭერს აღნიშნული მანქანა. მარათონს წელს ეყოლება 2 გამარჯვებული, ორივე სქესის წარმომადგენელი. გამარჯვებულები მომდევნო წელს მსოფლიო რბენას მათთვის სასურველ ქვეყანაში შეუერთდებიან.
როგორც “ფორტუნას” მარათონის ორგანიზატორმა და კეთილი ნების ელჩმა ნინო გოგუაძემ განუცხადა, მსოფლიო რბენა წელს 5 მაისს 15:00 საათზე დაიწყება.