LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

72 175 უმუშევარს 200 ლარიანი დახმარება უკვე ჩაერიცხა – პრემიერის პასუხი გოცირიძეს

159
100606169-1694857743985456-5325797401665994752-o

უმუშევრობის ყოველთვიური კომპენსაცია 200 ლარის ოდენობით დღეის მდგომარეობით, უკვე 72,175 მოქალაქეს აქვს მიღებული, – ასე უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, რომან გოცირიძეს პრემიერ-მინისტრმა.

მანამდე გოცირიძემ აღნიშნა, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც არცერთი თეთრი დახმარება არ მიუღიათ ჩვენს მოქალაქეებს სახელმწიფოსგან.

“დღეის მდგომარეობით, 25 მაისის შემდგომ, 72,175-მა ჩვენმა მოქალაქემ დაიწყო 1200-ლარიანი სოციალური დახმარების მიღება. ეს ის რაოდენობაა, რომელსაც თანხები უკვე ჩაერიცხა. 52,151-მა თვითდასაქმებულმა მიიღო 300 ლარის დახმარება. 194,791-მა მოქალაქემ, 65,000-მდე 100,000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებმა სოციალური დახმარება უკვე მიიღეს,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით,  საპროცენტო განაკვეთის სამთვიანი გადავადებით 600 000-მა ფიზიკურმა პირმა ისარგებლა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატების კითხვებს პასუხობს. სწორედ ამ ორმა ფრაქციამ დაიბარა ინტერპელაციის წესით გიორგი გახარია.

ამასთან, მიმდინარე კვირაში პრემიერ-მინისტრი პარლამენტში უკვე იყო მისული. 27 მაისს გიორგი გახარიამ დეპუტატებს „კოვიდ-19“-ის პანდემიის წინააღმდეგ მთავრობის მიერ გაწეული ორთვიანი საქმიანობის შესახებ ანგარიში საკუთარ ინიციატივით წარუდგინა. როგორც ცნობილია, მთავრობის მეთაური პარლამენტს ივნისის დასაწყისშიც ესტუმრება და მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g