შერი ჰოლივუდის იმ ვარსკვლავთა სიას მიეკუთვნება, რომელმაც შეძლო და დრო შეაჩერა. 75 წლის მუსიკოსი და მსახიობი 30 წლის გოგოსავით გამოიყურება, ამას კი მისი ბოლო ფოტოები ადასტურებს. ის ამჯერად იტალიაში, უფრო კონკრეტულად კი, პორტოფინოში იმყოფება, სადაც პაპარაცებმა მისი გადაღება მოახერხეს.
74 წლის შერი „მარჯიელას“ შავ-თეთრ ჟაკეტსა და ბერეტში
შერი პორტოფინოს ქუჩებში მეგობრების გარემოცვაში გამოჩნდა. ის ქურთუკსა და შავ ლეგინსებში იყო გამოწყობილი. ანსამბლს იასამნისფერი ტოპი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ასრულებდა.