LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

74 წლის შერი „მარჯიელას“ შავ-თეთრ ჟაკეტსა და ბერეტში

219
sher201112

74 წლის შერი ლონდონის ქუჩებში გამოჩნდა. პაპარაცებმა ვარსკვლავი სასტუმროდან გამოსვლისას დააფიქსირეს. ის „ბიბისის“ სტუდიაში მიემართებოდა. გამოსვლისას შერი „მარჯიელას“ შავ-თეთრ ჟაკეტში იყო გამოწყობილი, რომლის ღირებულება 2700 დოლარია. ანსამბლს კი ვარსკვლავმა ასევე შავ-თეთრი ბერეტი შეუხამა.

ინტერვიუში „ბიბისისთან“ შერიმ ცხოველთა უფლებებზე ისაუბრა. ცოტა ხნის წინ ის აქტიურად იყო ჩართული პაკისტანიდან მარტოხელა სპილოს, კავაანის ტრანსპორტირებაში. ამჯერად მუსიკოსმა მოუწოდა გულშემატკივრებს, აქტიურად ჩაერთონ ცხოველთა დაცვის საქმეში. ის ამჯერად ბანკოკის ზოოპარკში ჩარჩენილი გორილას, ბუა ნოას გადარჩენას ითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები