LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფორმულას პილოტების რეიტინგი: პირველი ნაწილის შედეგები

56
VER LEC draw

გამოცემა RaceFans-მა „ფორმულა 1“-ის პილოტების რეიტინგი შეადგინა 2022 წლის სეზონის პირველი ნაწილის შედეგების მიხედვით.

სეზონის ლიდერებმა მაკს ვერსტაპენმა („რედ ბული“) და შარლ ლეკლერმა („ფერარი“) პირველი ორი ადგილი დაიკავეს, მესამეა „მაკლარენის“ პილოტი ლანდო ნორისი. ამასთან, ნორისის მეწყვილე დანიელ რიკარდო მე-19 ადგილზეა და მხოლოდ „უილიამსის“ პილოტ ნიკოლას ლატიფის გადაასწრო.

„ალპინის“ ფერნანდო ალონსო „მერსედესელებს“ ჯორჯ რასელსა და ლუის ჰემილტონზე წინ დააყენეს და ესპანელი მე-4 პოზიციაზე აღმოჩნდა.

„ფორმულა 1“-ის პილოტების რეიტინგი 2022 წლის სეზონის პირველი ნაწილის შემდეგ (RaceFans)

1. მაკს ვერსტაპენი (რედ ბული)
2. შარლ ლეკლერი (ფერარი)
3. ლანდო ნორისი (მაკლარენი)
4. ფერნანდო ალონსო (ალპინი)
5. ჯორჯ რასელი (მერსედესი)
6. ლუის ჰემილტონი (მერსედესი)
7. ვალტერი ბოტასი (ალფა რომეო)
8. სერხიო პერესი («რედ ბული»)
9. კევინ მაგნუსენი (ჰაასი)
10. კარლოს საინსი (ფერარი)
11. პიერ გასლი (ალფა ტაური)
12. ესტებან ოკონო (ალპინი)
13. ალეკს ალბონი (უილიამსი)
14. სებასტიან ფეტელი (ასტონ მარტინი)
15. ჩჟოუ გუანიუი (ალფა რომეო)
16. იუკი ცუნოდა (ალფა ტაური)
17. ლანს სტროლი (ასტონ მარტინი)
18. მიკ შუმახერი (ჰაასი)
19. დანიელ რიკარდო (მაკლარენი)
20. ნიკოლას ლატიფი (უილიამსი)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები