LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

79 წლის შერის სამი პიკანტური „ლუქი“ და ვარსკვლავური გამოსვლა „დოლჩე და გაბანას“ წვეულებაზე

253
page

13 ივლისს, მომღერალი შერი რომში, იტალიური ბრენდის „დოლჩე და გაბანას“ წვეულების მთავარი შემსრულებელი გახდა. კონცერტი იტალიის დედაქალაქის ცენტრში, „ვია ვიტორიო ვენეტოს“ ქუჩაზე მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს, The Westin Excellior Rome-ის დარბაზში გაიმართა.

ეს ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქუჩაა, ის გასული საუკუნის 50-იან და 60-იან წლებში სოციალური ცხოვრების ცენტრი იყო, რომელიც ვარსკვლავებსა და მდიდარ ტურისტებს იზიდავდა.

კონცერტზე 79 წლის მომღერალმა სამი „ლუქი“ წარმოადგინა, რომელთა სტილიც პატი უილსონმა შექმნა. შერი ჯერ წითელ ბოდესა და გიპიურის ზედაში წარსდგა მაყურებლის წინაშე, მოგვიანებით კი მწვანე ანსამბლს ქერა პარიკი შეუხამა. ღონისძიების დასასრულს, 79 წლის არტისტი ნახევრად შიშველი, გამჭვირვალე ბოდეთი გამოვიდა სცენაზე.

79 წლის შერი ახალ ტრენდს აჰყვა – ბაიკერული იმიჯი და „ლაბუბუ” ჩანთაზე

ფოტო/ვიდეო: შერით აღფრთოვანებული კევინ კოსტნერი 78 წლის არტისტს თვალს ვერ წყვეტს და აღტაცებას ვერ მალავს

ფოტო/ვიდეო: როცა შენს გვერდით შერია და თავს ვერ იკავებ – 78 წლის შერი და მისი 39 წლის საქმრო ბედნიერებას ასხივებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები