LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 აგვისტოს ქართველი არ წააგებს რუსთან: დაუვიწყარი ჟესტი ზუსტად ერთი წლის წინ (ვიდეო)

119

1 წლის წინ დღეს! შარშან რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველებისთვის მნიშვნელოვანი შერკინება იყო. ეს იყო ბრძოლა ომიდან 8 წლის შემდეგ. ზუსტად 8 აგვისტოს, პუტინის საყვარელ ძიუდოისტ, დენის იარცევთან უნდა მოეგო ლაშა შავდათუაშვილს და მოიგო კიდეც.

შეხვედრას იუკოთი რუსი ფალავანი იგებდა, თუმცა ქართველმა შეძლო ბრძოლის შემობრუნება და ჯერ ვაზარი მოიპოვა, შემდეგ კი იპონი.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, ქართველმა ფალავანმა ემოციური ჟესტით რუს სპორტსმენს საქართველოს დროშაზე მიანიშნა.

ეს ჟესტი სამუდამოდ დარჩება ქართული სპორტის და არა მარტო სპორტის ისტორიაში!

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g