საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 1429 მიაღწია.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა და 1150 გახდა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7005 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის – 255.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.