უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი რუსეთ-უკრაინის რვადღიან შედეგებზე წერს.
მისი თქმით, ხალხი უკრაინაზე ყველაზე ძვირფასია, რაც განასხვავებს უკრაინას რუსეთისგან.
„8 დღის შემდეგ რუსული არმიის დანაკარგმა 10 ათასს გადააჭარბა — მოკლული, დაჭრილი და ტყვედ ჩავარდნილი.
სულ მცირე, დადასტურებულია ერთ გენერლის განადგურებაც. რუსები ამ დანაკარგის შეგრძნებასა და გაანალიზებას იწყებენ.
თითქმის ყოველ საათში გვესმის, რომ რუსმა დამპყრობლებმა მშვიდობიანი მოქალაქეები მოკლეს. გაბრაზებისგან სისხლი გვდის, როდესაც ჩვენი შვილები კვდებიან. ჩვენს ჯარშიც არის დანაკარგი, ისინი კიბორგებივით იბრძვიან, მაგრამ მათ მკერდში ცოცხალი გული ცოცხლობს.
მათ პატივს მივაგებთ, როგორც გმირებს. ხალხი ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია, ეს განასხვავებს უკრაინას რუსეთისგან“. – წერს ალექსეი რეზნიკოვი სოციალურ ქსელში.
რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: ომი უკრაინაში