LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 კაბა ქეით მიდლტონის გარდერობიდან, რომლის ფასიც 100 დოლარზე ნაკლებია

245
midlton235

მიუხედავად იმისა, რომ ქეით მიდლტონი მსოფლიოს ყველაზე მოდური მონარქების სიაშია, ის საჯარო გამოსვლებისას ხშირად ჩნდება ბიუჯეტური ბრენდებით. fortuna.ge-მ შეარჩია 8 კაბა ქეით მიდლტონის გარდერობიდან, რომლის ღირებულებაც 100 დოლარზე ნაკლებია.

პირველ რიგში ალბათ ყველას გვახსენდება „ზარას“ ცისფერი კაბა, რომელიც ქეითს პოლოს საერთაშორისო ტურნირზე ეცვა. ის ამ კაბით პრინცესა შარლოტასთან ერთად გამოჩნდა. კაბის ღირებულება 70 დოლარია. ასევე „ზარას“ ლურჯ კაბაში გამოწყობილი ვიხილეთ ქეით მიდლტონი ქორწილიდან რამდენიმე დღეში, როდესაც ის პრინც უილიამთან ერთად თაფლობის თვეში იმყოფებოდა. კაბის ღირებულება 89 დოლარი გახლდათ.

2014 წელს ქეითს ბრენდის „სერაფინი“ შავი ნაქსოვი კაბა ეცვა. ამ დროს ის ნიუ-ორკში იმყოფებოდა და ორსულად იყო. კაბის ღირებულება 59 დოლარია. ამავე ბრენდის 89 დოლარიანი კაბა ეცვა ქეითს ფოტოსესიის დროს, როდესაც მან მსოფლიოს მეუღლესთან ერთად პატარა პრინცი ჯორჯი პირველად გააცნო. 2013 წელს კი მიდლტონი საქველმოქმედო ორგანიზაციაში ვიზიტის დროს „ტოპშოპის“ 65 დოლარიანი შავი კაბით ვიხილეთ, რომელსაც თეთრი საყელო ამშვენებდა. ამავე ბრენდის 50 დოლარად შეფასებული კაბა ეცვა ქეითს კინოკომპანიაში ვიზიტის დღეს. 2015 წელს ვულიჯში ბავშვთა ცენტში სტუმრობისას კი მიდლტონი ბრწყინავდა „ასოსის“ 39 დოლარიან კოქტეილის კაბაში. კიდევ ერთი კაბა „ტოპშოპისგან“ ქეითს 2016 წელს ინდოეთში ვიზიტისას ეცვა. ვარდისფერი კაბა ინდური მოტივებით ყველას დაამახსოვრდა, მისი ღირებულება 95 დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g