LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამა-შვილს სახლი დაუწვეს

648
ჰგკდტ

სამეგრელოში 8 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამა-შვილს სოფლის მოსახლეობამ სახლი დაუწვა. სოფლის მოსახლეობა დაკავებულების მკაცრად დასჯას ითხოვს.

სახლს მეორე დღეა პოლიცია იცავს, თუმცა ადგილობრივებმა ცოტა ხნის წინ, სახლს ცეცხლი წაუკიდეს.

დაახლოებით, 5 წუთია, რაც ადგილზე ხანძარი გაჩნდა.

არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის მამა-შვილი გუშინ დააკავეს, 8 წლის გოგონას კი ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

სამეგრელოში 8 წლის ბავშვი გააუპატიურეს – არსებული ინფორმაციით, დაკავებულია მამა-შვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g