LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა

123
ტიმ კარი

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, მსახიობი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს ებრძოდა.

ჟურნალისტებს აცნობეს, რომ იგი 25 აგვისტოს, გვიან საღამოს, ლოს-ანჯელესში მდებარე საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

სამართალდამცავ ორგანოებში არსებულმა წყაროებმა განაცხადეს, რომ პოლიცია მის სახლში სამშაბათს, ადგილობრივი დროით 23:23 საათზე მივიდა.

მათივე ხაზგასმით, დანაშაულის ნიშნები ადგილზე არ გამოვლენილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები