პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, „ლორეალის“ ჩვენებაზე, ჰელენ მირენმა კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. 80 წლის ვარსკვლავმა ვერცხლისფერი, გრძელმკლავიანი ზედა და შავი ხელთათმანები მოირგო, ანსამბლს კი ელეგანტური მუქი შარვალი შეუხამა.
მსახიობი შეუდარებელი იყო პოდიუმზე, სადაც მას კენდალ ჯენერი და კარა დელევინი შეუერთდნენ.
ჩვენება სახელწოდებით „თავისუფლება, თანასწორობა, იმიტომ რომ შენ იმსახურებ“ პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ჰელენის პოდიუმზე გამოჩენა მას შემდეგ მოხდა, რაც მან საზოგადოების მხრიდან სიბერისადმი დამოკიდებულება გააკრიტიკა და გაამხილა, რომ ახალი თაობის დამოკიდებულება ასაკის მიმართ ძალიან ცუდია.
80 წლის ჰელენ მირენი ვერცხლისფერ ზედაში, შავ შარვალსა და ტყავის ხელთათმანში ბრწყინავდა.
80 წლის ჰელენ მირენი გამოცემა People-ის გარეკანზე ბრწყინავს
79 წლის ჰელენ მირენისა და 71 წლის პირს ბროსნანის რომანტიკა ახალი განგსტერული სერიალის პრემიერაზე



