ზაფხულში „გლასტონბერის“ ფესტივალი გაიმართება, საზოგადოება იმედოვნებს, რომ ის კოვიდ რეგულაციების გარეშე ჩაივლის. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 80 წლის სერ პოლ მაკკარტნი სცენაზე კვლავ გამოვა. ის ისტორიაში შევა, როგორც ფესტივალის ყველაზე უხუცესი ჰედლაინერი.
ფოტო: ბილი აილიში 2021 წლის „გლასტონბერის“ ფესტივალის ჰედლაინერი იქნება
ცნობისთვის, ფესტივალის კიდევ ორი ჰედლაინერის ვინაობა ცნობილია. 19 წლის ბილი აილიში ისტორიაში შევა, როგორც „გლასტონბერის“ ყველაზე ახალგაზრდა წარმდგენი, ასევე ფესტივალზე 77 წლის დაიანა როსი გამოვა. ერთ ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება 22 და და 26 ივნისს გაიმართება.