გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 1 820 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 785 911-ია.
ბოლო 24 საათში, ვირუსი კიდევ 6 017-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 722 399-მდე გაიზარდა.
კოვიდინფექციამ კიდევ 82 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 11 057 პაციენტი.
ამ დრომდე:
კარანტინის რეჟიმში რჩება 51 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 6 847 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 1 191-ია.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა ტესტით – 20 166, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 569, PCR ტესტით – 7 597.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,03%, ბოლო 14 დღის – 9,97%, ბოლო 7 დღის – 9,52%.
დღიურად აცრილთა რიცხვი – 1 874-ია.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.