LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

83 წლის ჯეინ ფონდა აცხადებს, რომ სექსი აღარასდროს ექნება – მსახიობის შოკისმომგვრელი ფოტოსესია და ინტერვიუ

746
page

83 წლის ლეგენდარულმა მსახიობმა და აქტივისტმა, ჯეინ ფონდამ Harper’s Bazaar-ის აპრილის ნომრის გარეკანი დაამშვენა. ვარსკვლავმა საოცარ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ერთ-ერთ ფოტოში მას „ვალენტინოს“ შავი კაბა აცვია და შეუდარებლად გამოიყურება.

ფონდამ გამოცემას გულახდილი ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ ინტიმურ ურთიერთობას აღარავისთან აპირებს, თუცა ასევე გამოტყდა, რომ ფანტაზიებში ახალგაზრდა ბიჭებზე  ფიქრობს.

„სექსი აღარასდროს მექნება, აღარ მინდა ინტიმურ ურთიერთობა ვინმესთან, თუმცა გამოგიტყდებით, ფანტაზიებში ახალგაზრდა ბიჭებზე ვფიქრობ“, – აცხადებს 83 წლის ჯეინი.

ცნობისთვის, მსახიობი სამჯერ იყო გათხოვილი. როჯერ ვადიმთან ქორწინებამ 8 წელი გასტანა, ტომ ჰაიდენზე 17 წელი იყო დაქორწინებული, ხოლო ტედ ტორნერზე 10 წელი. მსახიობს ორი შვილი ჰყავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები