პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს.
გია ხუხაშვილი მმართველი გუნდის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღების შემდეგ, ქვეყანაში მოვლენების განვითარების შესაძლო ვარიანტებზე საუბრობს:
„ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ მომავალ ხელისუფლებაში ისევ ეს ხალხია და გავიაზროთ, რა მოხდება:
ჩვენ ხელისუფლებაში გვეყოლება სანქცირებული ადამიანები, რომელთაც შეზღუდული აქვთ ცივილიზებულ სამყაროში გადაადგილების უფლება, ანუ იქ, სადაც „ღირსებით” მიდიან და შეეძლებათ მხოლოდ მოსკოვის და პეკინის მიმართულებით მოძრაობა.
ეს ნიშნავს, რომ ვერ შედგება ვერც ერთი დელეგაცია საერთაშორისო ფორუმებში და შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად.
ასე რომ, „84+”-ებო, ახლა ყურადღებით მომისმინეთ – თქვენ გაქვთ ორი და მხოლოდ ორი პერსპექტივა:
1. კარგ შემთხვევაში – ბიძინას გადაწყვეტილი აქვს სამომავლოდ დასავლეთთან ურთიერთობის დალაგება და რადგან ეს თქვენი ხელით შეუძლებელი იქნება, თქვენ აგკიდოთ ახლა მთელი ნაგავი და „ღირსეულად” ჩაგრეცხოთ.
2. ცუდ შემთხვევაში – რუსეთის იმპერიაში გვაბრუნებს და ზუსტად შეზღუდული ხალხი ჭირდება, რომელთაც მხოლოდ მოსკოვის მიმართულებით შეეძლებათ „მოღალატის ღირსებით“ გადაადგილება და რუბლებში ანგარიშსწორება.
ცოტას თუ იფიქრებთ, მიხვდებით, რომ სხვა სცენარი არ არსებობს და თავს უშველით, სანამ კიდევ გაქვთ საათები, არაუმეტეს დღეები“, – წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ მომავალ ხელისუფლებაში ისევ ეს ხალხია და გავიაზროთ, რა მოხდება: ჩვენ ხელისუფლებაში…
Posted by Gia Khukhashvili on ორშაბათი, 03 ივნისი, 2024