საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიეს.
კახა კუჭავას კანდიდატურას 86 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ექვსი კი, წინააღმდეგი წავიდა.
კენჭისყრის შემდეგ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა, რის შემდეგაც კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა.
პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი არჩილ თალაკვაძემ 24 აპრილს დატოვა.