მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 86 მილიონს გადააჭარბა
გარდაცვლილთა რაოდენობა, 1.8 მილიონია.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 61 მილიონს აჭარბებს. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 23 187 265 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი – საფრანგეთია.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.