LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

888 დაინფიცირებული და 17 გარდაცვლილი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

85
კორ

საქართველოში კოვიდსტატისტიკა განახლდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 620 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 218 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 402 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 888 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 639 678-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.92% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.54%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 831 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 594 011-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 612 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 888 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 434 შემთხვევა,

აჭარა – 32,

იმერეთი – 111,

ქვემო ქართლი – 29,

შიდა ქართლი – 50,

გურია – 42,

სამეგრელო – ზემო სვანეთი – 53,

კახეთი – 88,

მცხეთა-მთიანეთი – 25,

სამცხე-ჯავახეთი – 10,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 29 029 საიდანაც, 986 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 459, აჭარაში – 70, იმერეთში – 222. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 280 პირი, მათ შორის, თბილისში – 137, აჭარაში – 40, იმერეთში – 49. 28 043 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g