ჯოელ სერვანტეს მარსიასი ჩიკაგოს პატარა იტალიურ სოფელში მანქანით მიდიოდა, როდესაც 89 წლის ნაყინის გამყიდველი დაინახა – ფიდენციო სანჩესი გაჭირვებით მიათრევდა ურიკას. მარსიასმა მანქანა გააჩერა, გამყიდველს ფოტო გადაუღო, 20 ცალი ნაყინი იყიდა და 50 დოლარი აჩუქა. ამასთან, სანჩესის დასახმარებლად ინტერნეტით თანხის შეგროვებაც სცადა.
„გული დამწყდა, როდესაც ასეთი მოხუცი ადამიანი მძიმე შრომის დროს დავინახე, ახლა ის პენსიაზე უნდა იყოს და მშვიდად ატარებდეს სიბერეს,“ – დაწერა მარსიასმა საიტზე GoFundMe
მან, ასევე, გაარკვია, რომ სანჩესის ერთადერთი ქალიშვილი ივლისში გარდაიცვალა.
ნაყინის გამყიდველის დასახმარებლად, ინტერნეტმომხმარებლების მიერ გადარიცხულმა თანხამ დღის ბოლოსთვის 100 ათასი დოლარი შეადგინა, დღეისთვის კი მის ანგარიშზე 200 ათას დოლარამდე ირიცხება.
მარსიასის თქმით, შეგროვილი თანხის ჩეკს სანჩესს კვირის ბოლოს გადასცემს.

