მოძრაობა “საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა ნარსიას განცხადებით, პარლამენტის წინ კარვები აიღეს. მისი განცხადებით, აღნიშნულის მიზეზი 9 აპრილია, რათა მოქალაქეებს საშუალება ჰქონდეთ ჩვენი ქვეყნის გმირებს პატივი მიაგონ.
“9 აპრილის გამო ავიღეთ დროებით 5 კარავი, რომ ხალხს საშუალება მიეცეს პატივი მიაგოს ჩვენი ქვეყნის გმირებს. #საქართველოსთვის. დიდება გმირებს”, – წერს ნიკა ნარსია Facebook-ზე.