9 აპრილის მემორიალთან მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე ეხმაურება.
როგორც ზარნაძე წერს, ადგილზე დახვდა აგრესიული ჯგუფი, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობდნენ, შეურაცხყოფის მიყენებას.
როგორც კონსტანტინე ზარნაძე აღნიშნავს, ადგილზე მივიდა როგორც მოქალაქე, რომელსაც სურდა პატივი მიეგო ჩვენი გმირების ხსოვნისთვის.
„მარტო ვარ ამდენ ადამიანთან, ერთი წამით არ მეშინია. ესენი არიან უღმერთო ადამიანები, სანთლის დანთების უფლება არ მომცეს“ – 9 აპრილის მემორიალთან საჯარო მოხელეების გამოჩენას ხმაური მოჰყვა
ადგილზე მისვლის საშუალება ასევე არ მისცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციას.
„დღეს 9 აპრილის მემორიალთან მარტო მივედი. მივედი, როგორც მოქალაქე, უბრალო პატივის მისაგებად ჩვენი გმირების ხსოვნას.
დამხვდა ადამიანების აგრესიული ჯგუფი, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობდნენ, შეურაცხყოფა მიეყენებინათ ჩემთვის და რაც ყველაზე ცუდია — თვითონ 9 აპრილის სულისთვის.
ეს არ იყო პროტესტი — ეს იყო მავნებლობა, სიძულვილის გამოფრქვევა იმ ადგილას, სადაც სიჩუმე, მადლიერება და ერთობა უნდა სუფევდეს.
მე არ მივსულვარ არც კამერებისთვის და არც სიტყვით გამოსასვლელად — მივედი, როგორც ადამიანი, ვისაც სჯერა, რომ გმირების ხსოვნას სიტყვები კი არა, გულწრფელობა ეკუთვნის.
მაგრამ მარგინალური ჯგუფები, რომლებსაც მხოლოდ არეულობა და დაპირისპირება აინტერესებთ, ცდილობდნენ შთაგონების ადგილად ქცეული მემორიალი სიძულვილის სცენად ექციათ.
ეს იყო სირცხვილი არა ჩემთვის, არამედ იმ ღირებულებებისთვის, რომლებზეც 9 აპრილი დგას,“ – წერს კოტე ზარნაძე.
ცნობისთვის, 9 აპრილის მემორიალთან საჯარო მოხელეების გამოჩენას ხმაური მოჰყვა. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილეს კონსტანტინე ზარნაძეს მოქალაქეებმა 9 აპრილის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს. ადგილზე მისვლის საშუალება ასევე არ მისცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციას.