LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 დეკემბერს სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი საქართველოში პირველ შემოქმედებით საღამოს გამართავს

1489
სამების-ტაძრის-საპატრიარქო-გუნდი

ვატიკანში გამართული ისტორიული კონცერტის შემდეგ 9 დეკემბერს სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი საქართველოში პირველ შემოქმედებით საღამოს წარმოგიდგენთ.

კონცერტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღებს ეძღვნება.

პროექტის წარმდგენები – კომპანია „ავერსი“ და ხელოვანთა კავშირი კონცეპტArt, მხარდამჭერი თბილისის მერია.

საღამო ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება, სპეციალური სტუმრები – მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოპრანო – იანო ალიბეგაშვილი, ზვიად ბოლქვაძე, გიორგი ცაგარელი, ლიზი რამიშვილი, ქეთევან ქართველიშვილი და ვადიმ შიშკინი.

გუნდისა და პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელები – სვიმონ ჯანგულაშვილი და გიორგი დონაძე. შესრულდება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდის მიერ შეკრებილი ქართული საგალობლებისა და ხალხური საგუნდო სიმღერების საუკეთესო ნიმუშები, აგრეთვე, თანამედროვე ავტორების ნაწარმოებები.

გუნდის სოლისტები – ზვიად მიჩილაშვილი, გიორგი ხუნაშვილი, ირაკლი ტყვაცირია, სოლომონ გოგილაშვილი, თორნიკე პაპიძე, ვანო დვალიშვილი.

საღამოს დასასრულს, გაიმართება სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭების ცერემონია. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდს სახელმწიფო სტატუსი ენიჭება და მას „საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი“ ეწოდება.

საინფორმაციო მხარდამჭერები – რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“, მედია ჰოლდინგი „პალიტრა“, საინფორმაციო ცენტრი 118-08.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g