გვინეის საფეხბურთო გუნდის “ეტუალ დე გვინეას” ავტობუსი ავარიაში მოყვა, რის შედეგად გუნდის 9 ფეხბურთელი დაიღუპა.
მეორე დივიზიონის გუნდი დედაქალაქ კონაკრიდან კანკანაში მიდიოდა გასვლით შეხვედრაზე. ქალაქებს შორის მანძილი 650 კმ-ია. ინციდენტი დაახლოებით შუა გზაზე მოხდა. დეტალებს არ ახმაურებენ, თუმცა BBC-ის ცნობით, დაზარალებულები დედაქალაქში გადაიყვანეს.
გუნდი სეზონის პირველი მატჩის სათამაშოდ მიდიოდა.
30 იანვარს გვინეის უმაღლესი დივიზიონის კლუბის სამი მოთამაშე საავტომობილი ავარიაში დაიღუპა.