LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები N314 მარშრუტზე გავა

202
18 მეტრიანი ავტობუსი

9 მარტიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს ახალი, 18-მეტრიანი
ავტობუსები დაემატება, რომლებიც N314 მარშრუტის მგზავრებს მოემსახურებიან.

აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის
მთავრობის სხდომაზე განაცხადა და თქვა, რომ ახალი ავტობუსები პირველ ეტაპზე იმ
მარშრუტებზე გადის, სადაც ყველაზე დიდი მგზავრთნაკადი ფიქსირდება.

კალაძე: „2 მარტიდან ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით კიდევ რამდენიმე მარშრუტზე გაეშვება“

„9 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები N314 მარშრუტის მგზავრებს
მოემსახურებიან. როგორც მოგეხსენებათ, 12-მეტრიანთან შედარებით, 18-მეტრიან
ავტობუსს 86%-ით მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობა აქვს.

ამის გათვალისწინებით, ჩვენ თავდაპირველად, სწორედ ის მიმართულებები შევარჩიეთ,
სადაც ყველაზე დიდი მგზავრთნაკადი ფიქსირდებოდა. პირველ რიგში, ახალი
ავტობუსები სწორედ ამ მარშრუტებზე გავუშვით, რომ უფრო მეტი მგზავრის
გადაყვანის საშუალება მოგვეცეს.

N302 და N308 მარშრუტებზე 18-მეტრიანი ავტობუსები უკვე მოძრაობენ, 9 მარტიდან კი ავტობუსები გავა N314-ზე“. – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ახალი ავტობუსები 16 მარტიდან N301 მარშრუტზე იმოძრავებენ.

თბილისი კიდევ 40 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს შეიძენს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g