LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 მიზეზი, რატომ უნდა გვინდოდეს ანაკლიის პორტის ამოქმედება – „რეალურად შეუქმნის ქართული სახელმწიფოს ინტერესს აფხაზებს…“

irakli-rogava...

ირაკლი როგავა სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს ანაკლიის პორტისა და მისი მნიშვნელობის შესახებ და პუნქტებად აქვს ჩამოწერილი, რა დადებითი თვისებები აქვს და როგორ აუცილებლობას წარმოადგენს ქართული სახელმწიფოს გაძლიერებისთვის ზემოხსენებული პორტის ამოქმედებას.

გთავაზობთ ირაკლი როგავას სტატუსს ამ თემაზე:

,,1. ანაკლიის პორტის საბოლოო სიმძლავრე გათვლილია ხუთი მილიონი სტანდარტული კონტეინერის წლიურ მომსახურებაზე.

2. ეს ნიშნავს, რომ როტერდამის, ანტვერპენის, ჰამბურგის და ბრემენის პორტების შემდეგ ანაკლია იქნება ევროპაში სიმძლავრით მეხუთე პორტი.

3. გეოპოლიტიკური და სავაჭრო-სატანსპორტო მიზეზებით, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობის იქნება.

4. აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო-სატრანსპორტო გზაში ის იქნება რუსეთის ძალიან დიდი და პრაქტიკულად ერთადერთი ალტერნატივა.

5. ეს პორტი იქნება საქართველოს ეკონომიკის ორნიშნა რიცხვიანი პროცენტებით ზრდის მამოძრავებელი და მისი სტაბილურობის მთავარი გარანტორი.

6. საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნებისთვის ასეთ პროექტებს მოაქვთ დაახლოებით ისეთი ფინანსური ეფექტი, როგორიც უხვ ნავთობს.

7. უფრო ფართო სურათით გაცილებით უკეთესიც: ის არამარტო აუმჯობესებს ხალხის ფინანსურ მაჩვენებლებს, არამედ, მჭიდროდ აკავშირებს მსოფლიოს წარმატებულ ნაწილთან და ხელს უწყობს ცოდნის და თანამედროვე უნარების სწრაფ შემოდინებას.

8. ის, დღევანდელთან შედარებით, საქართველოს სახელმწიფოს მიანიჭებს ძალიან დიდ ე.წ. bargaining power-ს ევროპასთან, თურქეთთან და კავკასიის სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. მათ შორის ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების, და სხვა პოლიტიკურ საკითხებში.

9. ეს პორტი იქნება აფხაზეთიდან ზუსტად ორ ნაბიჯში და რეალურად შეუქმნის ქართული სახელმწიფოს ინტერესს აფხაზებს. მერე ოსებსაც.

ჰოდა, არ გვინდა დეტალებში გახლართვა – ვის/რომელ სახელმწიფოს ინტერესებშია ამ პროექტის ჩავარდნა?

კი, კი, 11 წლის წინ ფული გაათეთრა ხაზარაძემ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები