LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 ნაკლებად ცნობილი ქართული ციხე, რომელიც სავარაუდოდ ჯერ არ გინახავთ (ფოტოები)

8425
1111

უამრავი ციხე-სიმაგრე, ციხე-ქალაქი, თუ კოშკი – ყველაფერი ის, რაც თავდაცვისთვის იყო საჭირო, საქართველოს ისტორიიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში მრავლადაა. დღეს ეს ისტორიული ნაგებობები, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლო და ნანგრევების, თუ სრულყოფილი სახით ჩვენამდე მოაღწია, ტურისტული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვან ადგილებს წარმოადგენს და ადგილობრივი, თუ უცხოელი ვიზიტორების ყურადღებას იპყრობს.

კამპანიის „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ფარგლებში, „ფორტუნა“ ამჯერად ნაკლებად ცნობილი ქართული ციხე-სიმაგრეების შესახებ გიამბობთ, რომლებზეც შესაძლოა აქამდე არც კი გსმენიათ.

მისტიკა ქართულად- მოჩვენებების სოფელი და გერმანელების დასახლება საქართველოში (ფოტოები)

თუ თბილისში ჩარჩი და შვებულება არ გაქვს - საინტერესო ადგილები ერთდღიანი გასვლებისთვის

1.ოქროს ციხე –სამცხე-ჯავახეთში, სოფელ ბოლაჯურის მახლობლად ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს. ციხე უზარმაზარ კლდოვან მასივზე დგას და ძნელი მისადგომია. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხეთაგანია საქართველოში. რაც შეეხება ოქროს ციხის ისტორიას, ის ჯაყელთა ერთ-ერთი უმთავრესი სიმაგრეთაგანი იყო და სხვა ციხეებთან ერთად, დამცველ სიმაგრეთა მთელ სისტემას ქმნიდა ათაბაგთა სამფლობელოს შუაგულში. ციხის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ, იგი აგებულია XIII საუკუნის დასასრულს, ან XIV საუკუნის დასაწყისში. ცნობილია, რომ XV-XVI საუკუნეებში თურქების მომძლავრების დროს, იგი დიდ როლს თამაშობდა მესხთა თავდაცვის საქმეში.

2.პეტრეს ციხე – მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, სოფელ ლიკანის პირდაპირ, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მაღალ კლდოვან მთაზე. ის შუა საუკუნეების ძეგლია.

პეტრეს ციხის ადრინდელი სახელი უნდა იყოს ყვერბილის ციხე. ციხე ავალიშვილების ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდა. იგი ლიკანიდან ისტორიულ სოფელ ფაფისა და ნუასაკენ მტკვარზე გადამავალ ხიდსა და გზას დარაჯობდა. XVI საუკუნეში ოსმალთა მიერ თორის დაპყრობის შემდეგ პეტრეს ციხე ოსმალური ადმინისტრაციული ცენტრი გახდა.

3.მოქცევის ციხე ( სლესის ციხე ) — განვითარებული შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე სამცხე-ჯავახეთში. ის მე- XI საუკუნის ძეგლია. ციხის ტერიტორიაზე დღეს შემორჩენილია ერთი კოშკი. ზღუდე-გალავნისა და მის შიგნით არსებული ნაგებობების მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი.

10 თვალისმომჭრელი ქართული სოფელი, რომელზეც შესაძლოა ჯერ არ გსმენიათ (ფოტოები)

რამდენიმე ადგილი მაღალმთაში, რომლის ნახვასაც გირჩევთ

4.ქვეშის ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში. ციხე აგებულია ველზე ამოზიდულ, თითქმის ყოველი მხრიდან მიუვალ მაღალ კლდეზე. თავისი მდებარეობით იგი სამშვილდიდან ტაშირისა და ზურტაკეთ-ჯავახეთის მიმართულების გზებს აკონტროლებდა.

5.ჭაპალის ციხე – მდებარეობს ქვემო ქართლში, სოფელ ჭაპალასთან. ის აგებულია გაშლილ მინდორზე მდებარე დიდი კლდოვანი ბორცვის თხემზე. წყაროებში იხსენიება 1664 წლის საბუთში, რომლის თანახმად ვახტანგ V-ს ის ელიზბარ სოლოღაშვილისთვის უბოძებია. დღეისათის, შემორჩენილია ზედაციხე და გალავნიანი ეზო სხვადასხვა ნაგებობების ნაშთებით; არქეოლოგიური გათხრების შედეგად ციხის ტერიტორიაზე გამოვლინდა სხვადასხვა სამეურნეო ნაგებობის ნაშთები, წყლის საცავები (XI-XIII სს.). ციხის ძირში ნასოფლარი და ორი ეკლესიის ნანგრევია.

6.ბერდიკის ( ფოლადაურის ) ციხე — ისტორიული ციხე-სიმაგრე ქვემო ქართლში, ახლანდელი სოფელი ფოლადაურის მახლობლად, მაღალ კლდოვან მთაზე. სახელი ეწოდა ისტორიული სოფლის ბერდიკის მიხედვით. შემორჩენილია გალავანი და ორი კოშკი, რომელთაგან ერთი ოთხსართულიანია. ციხე შუადეოდალურ ხანაშია აგებული.

7.ხულუტის ციხე — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ქვემო ქართლში, მდებარეობს მდინარე ხრამის ღრმა ხეობის ვიწრო ყელში, ფიტარეთის მონასტერის მიდამოებში. ციხეს საკმაო სტრატეგიული მდებარეობა აქვს, ხეობაში გამვლელი მას გვერდს ვერ აუქცევდა.

აგებულია XVIII საუკუნის I მესამედში ყაფლან ბარათაშვილ-ორბელიშვილის მიერ. შედგება 2 ნაწილისაგან; ორივეში ჩაყოლებულია თითო, გალავანში კი – 5 კოშკი. თითოეული მათგანი უპირველეს ყოვლისა საცხოვრებელი დანიშნულებისაა, შემდეგ კი – საბრძოლო.

8.სამწევრისის ციხე — ციხე-დარბაზი შიდა ქართლში, სოფელ სამწევრისში. თავდაპირველად აქ დასახლებულა სამი კომლი – სამი წევრი და ამის გამო ეწოდა თურმე სამწევრისი. ციხე თარიღდება ფეოდალური ხანით. კომპლექსში შედის: დიდი კოშკი, ეკლესია, გალავანი, აგრეთვე სასახლის და სხვადასხვა ნაგებობის ფრაგმენტები.

ჩანჩქერები საქართველოში, რომლებიც მსოფლიოს ულამაზეს ჩანჩქერებს არაფრით ჩამოუვარდება (ფოტოები)

გულის ფორმის ჩანჩქერი, ტყუპი ჩანჩქერი და კიდევ სხვა ბევრი სანახობა- დიახ ეს საქართველოა

9.გულების ციხე მდებარეობს აჭარაში. იგი XVI საუკუნით თარიღდება. ციხე ოთხივე მხრივ კლდეებითაა შემოსაზღვრული. იგი ზემოდან გადმოჰყურებს აჭარისწყლის ხეობას. მას ერთადერთი ვიწრო კლდოვანი მისასვლელი აქვს როგორც ზესოფლიდან, ისე სოფელ გულებიდან (დასავლეთის მხრიდან). შესასვლელი სამხრეთის მხრიდანაა.

შეგახსენებთ, ფოტოები აღებულია ვებგვერდიდან: georgiantravelguide.com

magti 5g