ქსელში აქტიურად განიხილავენ 90-იანების ლამაზმანების, მსახიობ შერონ სტოუნისა და სუპერმოდელ სინდი კროუფორდის ერთობლივ ფოტოს, რომლებიც ჟურნალ „ფორბსის“ მიერ გამართულ საღამოზე ბრწყინავდნენ.
ღონისძიებისთვის 59 წლის შერონმა სექსუალური მანქმანებით გაწყობილი კაბა შეარჩია, რომელსაც ღრმა დეკოლტე ჰქონდა. საბედისწერო ქალის იმიჯს მან წითელი ტუჩსაცხი დაუმატა. 52 წლის კროუფორდმა კი არჩევანი შავ კაბაზე შეაჩერა, რომელსაც მოშიშვლებული მხარი ჰქონდა, ხოლო წელი მან მსხვილი ქამრით გამოკვეთა.
ქალები, რომლებიც წლების წინ სილამაზის სიმბოლოებად ითვლებოდნენ, პირველობას არც დღეს კარგავენ. მათი ფიზიკური მონაცემები არცერთ თანამედროვე ახალგაზრდა მოდელის სილამაზეს არ ჩამოუვარდება.