LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„90 წლის ადამიანისთვის კვერცხებით დევნა ჩვენი ნაციისთვის დამახასიათებელი ღირსების მაჩვენებელი არ არის – პოზნერი არც ოკუპანტია და საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს“ – ვოლსკი

146
გია ვოლსკი, ვლადიმირ პოზნერი და ზურა აბაშძე

„90 წლის ადამიანისთვის კვერცხებით დევნა ჩვენი ნაციისთვის დამახასიათებელი ღირსების მაჩვენებელი არ არის“, – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ დეპუტატი, გია ვოლსი გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება, რომლის თანახმადაც, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე ჩაიკოვსკის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტთან საუბრისას ნაცისტებს უწოდებს ადამიანებს, ვინც ვლადიმირ პოზნერის თბილისში ვიზიტი გააპროტესტა.

ქადაგიშვილი: „ოკუპანტ სახელმწიფოს კი არა, თუ ადამიანი ვიღაც კონკრეტულ პირს რაღაც შეურაცხყოფის გამო ბოდიშს უხდის, ეს ერთია“

Youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმადაც, სავარაუდოდ, ზურაბ აბაშიძე მათ, ვინც პოზნერის თბილისში ვიზიტი გააპროტესტა, „ნაცისტებს“ უწოდებს.

ვოლსკის თქმით, მიუხედავად მისი პოზნერისადმი ნეგატიური დამოკიდებულებისა, კვერცხებით დევნა ჩვენი ერისა და ნაციისთვის ღირსების მაჩვენებელი არ არის:

„90 წლის პოზნერი არც ოკუპანტია და საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს. მის მიმართ მე პირადად ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ფაქტია რომ 90 წლის კაცის და მასთან თანმხლები ბევრი ქართველის, რომელიც თქვენ პროპაგანდაში გყავთ გამოყენებული ხშირად, ყოფნის მიუხედავად, კვერცხებით დევნა, არ არის იმ ღირსების მაჩვენებელი, რომელიც ზოგადად, ჩვენს ერს და ნაციას გააჩნია“. – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, Youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმადაც, სავარაუდოდ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე ჩაიკოვსკის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტ მარკ ზილბერკვიტთან საუბრობს, რომელიც ვლადიმირ პოზნერს თბილისში ახლდა.

ჩანაწერის თანახმად, აბაშიძე მათ, ვინც პოზნერის თბილისში ვიზიტი გააპროტესტა, „ნაცისტების ჯგუფს“ უწოდებს. ჩანაწერი, რომლის ავთენტიკურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, 2021 წლით არის დათარიღებული და დღეს გავრცელდა.

თავად ზურაბ აბაშიძემ „ინტერპრესნიუსთან“ მარკ ზილბერკვიტთან სატელეფონო საუბარი დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ „შინაარსობრივად დაჩეხილი, დამონტაჟებული „ფეიკია“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g