LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

90 წლის მამაკაცმა მე-5 ცოლი მოიყვანა და მომავალში კიდევ ერთხელ დაქორწინების სურვილი გამოთქვა

115
oldest-1689325589994_18953a6d609_large

საუდის არაბეთში მცხოვრებმა ხანდაზმულმა მამაკაცმა მეხუთე ცოლთან გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა. ინფორმაციას ამის შესახებ Gulf News ავრცელებს.

„ოჯახური ცხოვრება – ეს არის ნდობის აქტი და სიამაყის მიზეზი მსოფლიოს მრძანებელთან, – განაცხადა 90 წლის ნასერ ბინ დაჰაიმა ბინ ვაკჰა ალ მურშიდიმ მას შემდეგ რაც მეხუთე მეუღლე შეირთო. – მას სიმშვიდე მოაქვს, აყვავების მიზეზი ხდება და ჩემი იდეალური ჯანმრთელობის მთავარი საიდუმლოცაა. ახალგაზრდებს მოვუწოდებ, რომ არ იჭოჭმანონ და დაოჯახდნენ რელიგიისა და სრულყოფილი ცხოვრების შენარჩუნებისთვის.“

მამაკაცის აზრით, სიბერე ქორწინებას ხელს ვერ უშლის. მართალია, მას უკვე ჰყავს 4 შვილი, თუმცა დიდი სურვილი აქვს რომ შთამომავალთა რაოდენობა კიდევ გაზარდოს.

ნასერი არც მეექვსე ცოლის შერთვას არ გამორიცხავს და პირიქით, ამის დიდი სურვილიც აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g