ლეგენდარული ჯოან კოლინზი ამჯერად ის VIP Cartier-ის ღონისძიებაზე გამოჩნდა. 91 წლის ვარსკვლავი ბრწყინავდა ვერცხლისფერ ორეულში, ეს გახლდათ შარვალი და პიჯაკი, რომელიც კოლინზს ნაცრისფერ პალტოსთან ჰქონდა შეხამებული. ანსამბლს ასრულებდა ვერცხლისფერი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, გულის ფორმის ოქროსფერი საყურეები და მკვეთრი მაკიაჟი. ჯოან კოლინზი ღონისძიებაზე ამერიკელ ჩოგბურთელთან, რენე ჰორჩთან ერთად მივიდა.
საინტერესოა, რომ ჯოან კოლინზი სულ მალე 92 წლის ხდება, თუმცა მსახიობი აღნიშნავს, რომ დაბადების დღის აღნიშვნის დრო ახლა არ აქვს, რადგან ახალი ფილმის გადაღებებით არის დაკავებული.
„როცა ცხოვრება 90 წლიდან იწყება“ – 91 წლის ჯოან კოლინზი ბრწყინვალედ გამოიყურება




