93 წლის კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა. რეჟისორმა ვაქცინა ივანე ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში საჯაროდ გაიკეთა.
კინორეჟისორი, ერთერთია იმ ცნობილ სახეებს, შორის, ვინც დათანხმდა ვაქცინა საჯაროდ გაიკეთოს.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მოქალაქეთა ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ექვს კლინიკაში განხორციელდება.
შეგახსენებთ, სამედიცინო პერსონალთან ერთად, 25 მარტიდან ვაქცინაცია უკვე შეუძლიათ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც.
რეგისტრაციის დროს შესაძლებელია, Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთება.
