LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

94 წლის კლინტ ისტვუდის ბოლო ფილმი ნაფიც მსაჯულზე, რომლის დასასრულს ვერაფრით გამოიცნობთ

141
94 წლის კლინტ ისტვუდის ბოლო ფილმი ნაფიც მსაჯულზე, რომლის დასასრულს ვერაფრით გამოიცნობთ

94 წლის რეჟისორის კლინტ ისტვუდის ბოლო ნამუშევარი, ფილმი „ნაფიცი მსაჯული ნომერი 2“, უკვე გამოვიდა კინოეკრანზე და კრიტიკოსთა საუკეთესო შეფასებებიც მიიღო. მიუხედავად მცირე კინოგაქირავებისა, მას საკმაოდ კარგი შედეგიც აქვს.

მარტო შაბათ-კვირას ფილმი ამერიკის 35 კინოთეატრში აჩვენეს. გამოცემა „ვერიეთი“ წერს, რომ საფრანგეთში, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში ფილმის შემოსავალმა 5 მილიონი შეადგინა და ეს მხოლოდ პირველ ორ დღეში.

რაც შეეხება კლინტ ისტვუდის ფილმს, რომელსაც რეჟისორის გედის სიმღერას უწოდებენ, ის ნაფიცი მსაჯულის, ჯასტიონ კემოპის ისტორიას გვიყვება. მთავარი გმირი ებრძვის მორალურ დილემას, რადგანაც აღმოაჩენს, რომ მსჯავრდებული, რომლის საქმე თავად უნდა განიხილოს, რეალურად უდანაშაულოა, ხოლო მკვლელობაში დამნაშავე თავადაა.

ფილმის გმირმა უნდა გადაწყვიტოს, თქვას სიმართლე თუ გააგრძელოს თამაში, სიმართლის დასამალად. მთავარ როლებს ნიკოლას ჰოულტი და ტონი კოლეტი ასრულებენ. კრიტიკოსები უკვე წერენ იმაზე, რომ ფილმის დასასრული საკმაოდ არაპროგნოზირებადი და დამაინტრიგებელია.

93 წლის კლინტ ისტვუდი ახალი ფილმის გადაღებებზე – კინოლეგენდა მხნედ გამოიყურება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები