LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

28 წლის ნურ ალფალაჰი ალ პაჩინომდე, მიკ ჯაგერსა და კლინტ ისტვუდს ხვდებოდა – პაპარაცული ფოტოები

3134
page

ნურ ალფალაჰი 28 წლის შავგვრემანი გოგონაა, რომელიც მედიის ყურადღების ცენტრში სულ ცოტა ხნის წინ მოექცა, ამის მიზეზი კი ასაკოვანი ლეგენდების მიმართ დაუოკებელი ტრფობაა და აღსანიშნავია, რომ ლეგენდები მის გრძნობებს უპასუხოდ არ ტოვებენ.

გასულ კვირას პაპარაცული ფოტოები გავრცელდა. როგორც ირკვევა, ნური ლეგენდარულ მსახიობს, 81 წლის ალ პაჩინოს ხვდება. წყვილი ვენეციაში იმყოფებოდა, მას შემდეგ ისინი კიდევ ბევრჯერ გადაიღეს ერთად. ტაბლოიდების ცნობით, მათი რომანი ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში დაიწყო.

ფოტო: 81 წლის ალ პაჩინო მიკ ჯაგერის ყოფილ შეყვარებულთან, 28 წლის ნურ ალფალაჰთან ერთად გამოიჭირეს 

ფოტო: ვერასდროს გამოიცნობთ! – 81 წლის ალ პაჩინოს ტელეფონის ქეისის ფოტო ინტერნეტსივრცეს იპყრობს 

ცნობისთვის, ნური მანამდე 78 წლის მიკ ჯაგერს ხვდებოდა, წყვილის ურთიერთობამ ერთ წელს გასტანა. ბუნებრივია, ასაკოვანი ვარსკვლავების მოტრფიალე გოგონას მიმართ ტაბლოიდების ინტერესი იმატებს. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მიკ ჯაგერამდე ალფალაჰი არც მეტი არც ნაკლები, 91 წლის კლინტ ისტვუდს ხვდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები