LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

95%-იანი დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ ქუთაისის აეროპორტში ძალიან მალე ახალი დიდი მიმართულება დაგვემატება – ირაკლი ქარქაშაძე

160
ირაკლი ქარქაშაძე

95%-იანი დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ძალიან მალე ახალი დიდი მიმართულება დაგვემატება, რაც ბევრ შესაძლებლობას გაგვიხსნის, – აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ახალი დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე.

როგორც ქარქაშაძე აცხადებს, ძალიან მალე რამდენიმე ავიაკომპანიასთან ახალ მიმართულებებზე გაფორმდება ხელშეკრულება.

„საზოგადოების მოლოდინია ახალ ავიაკომპანიებზე. მინდა განვმარტო, რომ ეს არის მარტივი პროცესი. ეს არის დინამიკური პროცესი, რომელიც მარტივად რომ აგიხსნათ ავიაკომპანიისა და აეროპორტის კომუნიკაციიდან დაახლოებით 2 წელი სჭირდება, რომ ეს მოლაპარაკება წარმატებით დასრულდეს. დღესაც რამდენიმე ავიაკომპანიასთან გაქვს პროგრესი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის კომერციული მოლაპარაკებები ძალიან სენსიტიურია ავიაკომპანიებისთვის ამის გაჟღერება. თუმცა გაძლევთ პირობას, რომ ძალიან მალე რამდენიმე ავიაკომპანიასთან ხელს მოვაწერთ ხელშეკრულებას. 95%-იანი დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ძალიან მალე დიდი ახალი მიმართულება დაგვემატება, რაც ბევრ შესაძლებლობას გაგვიხსნის“, – განაცხადა ქარქაშაძემ.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით ქართული ავიაცია და საქართველოს ბაზარი ძალიან პროპორციულად არის გადანაწილებული.

„იცით, რომ თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების არის TAV Georgia-ს ოპერირების ქვეშ, რაც ერთი მხრივ ჩვენთვის ძალიან დიდი კომფორტია. თუმცა მეორე მხრივ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვესაუბროთ ისეთ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს როგორიც არის Wizz Air და სხვა. საქართველოს ავიაბაზარი ევროპის მასშტაბით დღეს არის ყველაზე მზარდი, თუ პირველი არა და ეს ნიშნავს იმას, რომ კარგი ტენდენცია გვიკავია. ამის დასტურია 2022 წლის მაჩვენებლები, 98%-იანი აღდგენაა. ეს კი იმაზე მეტია, რაც რაც პროგნოზირებული იყო. ის, რომ 2023 წლის ივლისში Wizz Air მესამე ბაზას აბრუნებს ეს მიმაჩნია რომ არის იმის დასტური, რომ პროცესები სწორად ვითარდება“, – აღნიშნა ქარქაშაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ახლადდანიშნული დირექტორი დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლებს შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო. ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, მთავარი მიზანი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გაძლიერებაა, რომელიც განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული საავიაციო ინდუსტრიის განვითარებას, როგორც კომერციულად მომგებიანი ბიზნესის და რა თქმა უნდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, რომელსაც დიდი პოტენციალი და მომავალი გააჩნია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g