95 წლის ქალბატონმა 60 კგ წონის შტანგა დაძლია.
მის მდგომარეობას იქვე თვალ-ყურს მისი დაქალი ადევნებდა და ყურადღებით აკვირდებოდა მოახერხებდა თუ არა წონის დაძლევას.
ბანერით, რომელიც უკან ჩანს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოქმედება აშშ-ს ქალაქ ტამპას სატრენაჟორო დარბაზში ხდება.
2016 წლის თებერვალში BBC News-მა მსოფლიოს უხუცესი ძალოსანის შესახებ დაწერა. დანიელი სვენდ სტენსგარდი 93 წლისაა და 150 კგ-იანი შტანგის აწევა შეუძლია.