LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

98-ე ,,ოსკარების” ნომინანტები ცნობილია – ნომინაციებს რაოდენობით ,,ცოდვილნი” ლიდერობს

306
photo-collage.png (6)

ამერიკის კინოაკადემიამ წლევანდელი ,,ოსკარების” ნომინანტები გამოავლინა.

დაჯილდოების ნომინაციებს ,,ცოდვილნი” (Sinners) ლიდერობს. ფილმს 16, მათ შორის მთავარი – Best Picture ნომინაცია მიენიჭა. კინოსურათში, რომლის რეჟისორი რაიან კუგლერია მთავარ როლებს, მაიკლ ბი. ჯორდანი და ჰეილი სტეინფილდი ასრულებენ.

შედეგად, ,,ცოდვილნი” დაჯილდოების 98 წლიან ისტორიაში პირველი ფილმი გახდა, რომელმაც ყველაზე მეტი ნომინაცია მიიღო. იქამდე რეკორდი 14 ნომინაციის სახით 3 ფილმს ეკუთვნოდა. ესენია — ჯოზეფ ლეო მანკევიჩის ,,ყველაფერი ევას შესახებ” (All About Eve), ჯეიმს კამერონის ,,ტიტანიკი” (Titanic) და დემიენ შაზელის ,,ლა ლა ლენდი” (La La Land).

პოლ ტომას ანდერსონის ,,ბრძოლის შემდეგ ბრძოლა” (One Battle After Another) ლეონდარდო დიკაპრიოსა და შონ პენის მონაწილეობით, 13 ნომინაციაში წარადგინეს.

9-9 ნომინაცია ხვდათ წილად გილერმო დელ ტოროს ,,ფრანკენშტაინს” (Frankenstein), ჯოშ სეფდის ,,მარტი დიდებულსა” Marty Supreme და იოაკიმ ტრიერის ,,სენტიმენტალურ ღირებულებას” (Sentimental Value).

აღსანიშნავია, რომ კინომიუზიკლის – ,,ალქაჯი” (Wicked) მეორე ნაწილი ნომინაციების გარეშე დარჩა.

ნომინანტთა სრული სია იხილეთ აქ.

შეგახსენებთ, რომ ,,ოსკარების 98-ე დაჯილდოება” 15 მარტს, ლოს-ანჯელესში გაიმართება. შოუს ზედიზედ მეორედ, კომიკოსი – კონან ო’ბრაიანი წაიყვანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები