LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„99 ფრანკის“ ავტორი თბილისში ჩამოდის – ფრედერიკ ბეგბედერის ვიზიტის დეტალები

517

ოლგა ბაბლუანი „ფეისბუქის“ გვერდზე აქვეყნებს ფოტოს, რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთ საინტერესო ავტორთან, ფრედერიკ ბეგბედერთან ერთად პარიზში აქვს გადაღებული. როგორც გაირკვა, პოპულარული მწერალი, სკანდალური წიგნის, „99 ფრანკის“ ავტორი, თბილისში ჩამოსვლას გეგმავს და ერთ-ერთ ქართულ ჟურნალს ინტერვიუც მისცა.

როგორც ოლგა წერს:

„ფრედერიკ ბეგბედერი, 99 ფრანკი“-ს ავტორი, ულტრაპოპულარული, შოუბიზნესის პერსონა, ჟურნალი 12“-ისთვის საუბრობს „ბებერ საფრანგეთზე“, „კოკაინის“ ძველ გატაცებაზე, უელბეკსა და „ცხოვრებისთვის საჭირო“ გამბედაობაზე, სიყვარულზე

თბილისში სტუმარია ჟურნალის გამოშვებისთვის გამართულ საღამოზე.

ჩემი ფილმიც ვაჩვენოთ , ახალიც და „სიყვარული სამი წელი ძლებს“, ეს ძველიც?

ოქ“.

ოლგა ბაბლუანი აღნიშნავს, რომ მწერალთან შეხვედრის ორგანიზებას გეგმავს. „ფორტუნა“ დაუკავშირდა ჟურნალის მფლობელს, ბახვა ბრეგვაძეს, რომელმაც ექსკლუზიურად გაგვანდო მწერლის თბილისში ჩამოსვლის დრო. ჟურნალ „12“-ის პრეზენტაცია, რომლის მიწვეული რედაქტორი სწორედ ოლიკო გახლავთ, მარტში იგეგმება. ბეგბედერი თბილისს სწორედ ამ დროს ესტუმრება. ბახვა აღნიშნავს, რომ ილიკოსთვის ამ ინტერვიუს დაგეგმვა და ჩაწერა რთული არ ყოფილა და ნომერში სხვა ექსკლუზივებიც იქნება, რომლებსაც საიდუმლოდ ინახავენ. წინა ნომრის რედაქტორები სუხიშვილები იყვნენ და თემებიც მათ შეარჩიეს.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები