OneRepublic-მა, რომელსაც მასშტაბური კამპანიის – Starring Georgia ფარგლებში, გეზი სქართველოსკენ აქვს აღებული, დევიდ გეტასთან ითანამშრომლა. I Don’t Wanna Wait – ასე ჰქვია კოლაბს, რომელიც საზაფხულო თემატიკისაა.
ფრანგმა დიჯეიმ ამერიკულ პოპ როკ ჯგუფთან დუეტს, ყველაზე ცხელი სეზონის ჰიმნი უწოდა.
ვარსკვლავურმა დუომ სიმღერა პირველად მარტის მიწურულს მაიამიში, Ultra Music Festival-ზე იმღერა.
აღსანიშნავია, რომ ტრეკი O-Zone-ის 2003 წლის ჰიტის – Dragostea Din Tei ინტერპოლაციაა.
შეგახსენებთ, რომ OneRepublic 10 მაისს, ,,ბლექ სი არენაზე” წარდგება.
Starring Georgia-ს 2024 წლის სეზონის ვარსკვლავური თარიღები უკვე ცნობილია!