LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარქუა: ევროკავშირში ჩაშვებულია ამაზე უფრო მკაცრი რეგულაციები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, ევროკომისია გავლილი აქვს და უახლოეს დღეებში ევროპარლამენტარები მიიღებენ.. თქვენთან თუა მისაღები, ჩვენთან რატომ არ არის მისაღები?

130
ირაკლი ზარქუა

„ევროკავშირში უკვე ჩაშვებულია ამაზე უფრო მკაცრი რეგულაციები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, ევროკომისია გავლილი აქვს და უახლოეს დღეებში ევროპარლამენტარები მიიღებენ და ჩვენ აქეთ გვსაყვედურობენ, არ გააკეთოთო ეს, თქვენთან თუა მისაღები, ჩვენთან რატომ არ არის მისაღები?“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განუცხადა.

გიორგი მსხილაძე: პრეზიდენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს

„ჩვენ იმიტომ გვინდა ევროკავშირი, დასავლეთთან მეტი სიახლოვე, რომ ღიაობა გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე – ეს არის მნიშვნელოვანი, ეს არის მათი ხელწერა და რაც დაფარულია, ის არის სწორედ რუსული.

„უცნაურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ტიპური ორმაგი სტანდარტი, ყოველგვარი ღირებულებებისგან დაცლილი ევროპარლამენტართა ჯგუფის მხრიდან, რომლებიც ჩვენ მოგვიწოდებენ, რატომ იღებთო კანონს ღიაობის, გამჭვირვალობის შესახებ. ერთადერთი, ვითხოვთ, ვინც აფინანსებს, დამფინანსებლის სახელი და მიზნობრიობა იყოს გარკვეული, რომ იცოდეს საზოგადოებამ, ვინ აფინანსებს და რა მიზნით.

პრემიერი: „ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს მთავრობისთვის და სამთავრობო დაწესებულებებისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების თაობაზე“

პირიქით, ჩვენ იმიტომ გვინდა ევროკავშირი, დასავლეთთან მეტი სიახლოვე, რომ ღიაობა და გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე – ეს არის მნიშვნელოვანი და ეს არის მათი ხელწერა, ასე მიგვაჩნია, გვწამს და გვჯერა და რაც დაფარულია, ის არის სწორედ რუსული.

მეტსაც გეტყვით, ევროკავშირში უკვე ჩაშვებულია ამაზე უფრო მკაცრი რეგულაციები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რასაც ახლა ვამუშავებთ და ვიღებთ, ევროკომისია გავლილი აქვს და უახლოეს დღეებში ევროპარლამენტარები მიიღებენ და ჩვენ აქეთ გვსაყვედურობენ, არ გააკეთოთო ეს. რატომ?

რატომ დააბრუნეს პარლამენტში ერთი წლის წინ გაწვეული კანონპროექტი? – დავით მათიკაშვილი განმარტავს, რომ მმართველ გუნდს პირობა არ დაურღვევია

მინდა ხაზი გავუსვა იმ უსამშობლოების განმარტებებს, რომლებსაც მცდელობა აქვთ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. თქვეს, რომ როგორც ფრანგულ, ისე ევროპულ კანონში მითითებულია ქვეყნები, ვისაც შეეხება. ტყუილია, ერთადერთი წერია, რომ ეს ევროკავშირის სახელმწიფოებს არ ეხება. ანუ, ეს ნიშნავს, რომ ეხება ამერიკულს, დანიურს, შვეიცარიულს, ავსტრალიურს, ვინც ევროკავშირის წევრი არ არის, ყველა სახელმწიფოს ეხება, იმიტომ, რომ უცხოურ ძალად არის ჩათვლილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის შეიძლება მტრული იყოს, მაგრამ დეფინიცია – უცხოური ძალა, რაც წერია ევროპულ კანონპროექტში, ზუსტად ისეა გადმოღებული ჩვენთან და თქვენთან თუა მისაღები, ჩვენთან რატომ არ არის მისაღები?” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

„ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას“ – მილერი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე

„ამ კანონის მიღებით ევროკავშირში ჩვენ ვერაფრით ვეღარ შევალთ… ის მიჰყვება რუსულ ყაიდას, რაც იმას ნიშნავს, რომ არ გამოიყენოს არც ერთი ჩამკეტი მექანიზმი და დაარტყას მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს” – საბა ბრაჭველი

magti 5g