LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2016 წლის 8 ყველაზე მძლავრი ოთცხილინდრიანი ავტომობილი

19

როდესაც საუბარი გაქვს თანამედროვე ავტომობილებზე, ძრავის მოცულობა მნიშვნელობას კარგავს. ავტომშენებლობის მიღწევების დახმარებით, ოთხცილინდრიანი, წინაწამყვანთვლიანი ავტომობილები ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება…

10-15 წლის წინ, ოთხცილინდრიანი ძრავები არც თუ ისე დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. ითვლებოდა, რომ მათ არ ქონდათ საკმარისი სიმძლავრე და მათი გამავლობა არ აკმაყოფილებდა მომხმარებლების მოთხოვნებს. თუმცა, დღეს სიტუაცია შეიცვალა და ოთხცილინდრიანი ძრავები, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო აგრეგატად ითვლება.

აღსანიშნავია, რომ ასეთი ძრავებით აღჭურვილი მოდელები საკმაოდ ეკონომიურია, რამაც ერთგვარად, მგსავსი ტიპის ძრავების პოპულარიზაციის გაზრდაში დიდი როლი ითამაშა. ერთი სიტყვით, გთავაზობთ 2016 წლის 8 ყველაძე მძლავრ და პოპულარულ ოთხცილინდრიანი ძრავის მქონე ავტომობილებს…

 

Mercedes-AMG 45

Merces-Benz ერთ-ერთი პიონერი ავტომწარმოებელია, რომელმაც ოთხცილინდრიანი ძრავების მომავალი დაინახა და მათი წარმოების გაფართოებაზე იზრუნა.

დღესდღეობით კომპანიის სერიულ წარმოებაში ყველაზე მძლავრი ოთცხილინდრია ავტომობილი სწორედ Mercedes-AMG 45 გახლავთ. M133-ით ცნობილი ძრავის სიმძლავრე 376 ცხენის ძალას შეადგენს.

 

 

Ford Focus RS

 სიაში მეორე ადგილოსნად Ford Focus RS გვევლინება, რომელის 2,3 მოცულობის EcoBoost ძრავის სიმძლავრე 345 ცხენის ძალას შეადგენს. თუ სისწრაფის მხრივ შედარებას გავაკეთებთ, აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ის Ford Mustang-ივით სწრაფია და ნამდვილად დამსახურებულად იკავებს მეორე პოზიციას.

 

 

Volvo XC90 T6

ესეც სიურპრიზი! მესამე ადგილზე კომპანია Volvo-ს კროსოვერი მოხვდა. კომპანიის მიერ დამზადებული კროსოვერების მეორე თაობის წარმოებისას, ტექნიკოსები მიხვდნენ, რომ ოთხცილინდრიანი, ეკონომიური ძრავის გარეშე, ავტომობილი ვერ შეძლებდა სხვა ბრენდებთან კონკურენციას.

კროსოვერში მოთავსებულმა ოთხცილინდრიანმა ძრავმა, მართლაც დიდი წარმატება მოუტანა კომპანიას. მისმა სიმძლავრემ 325 ცხენის ძალამდე მიაღწია, ხოლო 100კმ/სთ სიჩქარის განვითარებას ავტომობილი 6,5 წამს ანდომებს, რაც დამეთანხმებით ჯიპის ტიპის ავტომობილისთვის, ნამდვილად არ გახლავთ ცუდი შედეგი.

 

 

Ford Mustang 2.3 EcoBoost

Focus RS-ის წარმატების შემდეგ, კომპანიის წარმომადგენლებმა ოთცხილინდრიანი ძრავის მოთავსება ლეგენდარულ Mustang-შიც სცადეს. როგორც სჩანს, პროექტი არცთუისე წარმატებული აღმოჩნდა და Mustang-ის კონკრეტულად ამ მოდელის წარმოებაში გამოჩენამ არც ისე დიდი ფინანსური სარგებელი მოუტანა ამერიკელებს.

თუმცა, უნდა ავღნიშნოთ, რომ 2.3 ლიტრიანი ძრავი, რომლის ცხენის ძალაც 310-ს უდრის, თავის სიმძლავრით იდენტური ძრავის მქონე ავტომობილებში საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა.

 

 

Honda Civi Type R

 ეჭვგარეშეა, რომ სიაში აუცილებლად მოხვდებოდა იაპონური ავტოგიგანტი Honda, რომელიც სწორედ ოთცხილინდრიანი ძრავის გამოყენებით გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ბრენდი.

თუმცა, 2015 წელს წარმოდგენილმა Honda Civic Type R-მა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. საქმე იმაში გახლავთ, რომ კომპანიის ისტორიაში, ეს მოდელი პირველი ოთცხილინდრიანი VTEC სისტემისა და Turbo-ს ერთობლიობით იქნა წარდგენილი. ახალი თაობის ძრავის სიმძლავრე 305 ცხენის ძალაა თუმცა, ავტომობილის წონის გამო, Type R-მა ნურბურგრინგის სარბოლო გზაზე არსებული თითქმის ყველა რეკორდი მოხსნა.

 

 

 

Audi TTS

კიდევ ერთი შესანიშნავი ავტომობილი, რომელის კაპოტქვეშ ოთცხილინდრიანი ძრავია მოთავსებული კომპანია Audi-ის განახლებული TTS გახლავთ. 306 ცხენის ძალის მქონე მძლავრი აგრეგატი 100კმ/სთ სიჩქარეს 4,6 წამში ანვითარებს. რის გამოც, ყველაზე მძლავრი ოთცხილინდრიანი ძრავების რეიტინგში მეექვსე ადგილზე მოგვევლინა.

 

 

Volkswagen Golf R

დაივიწყეთ GTI. ახალი თაობის Golf R-ი მასზე გაცილებით მძლავრი, ეკონომიური, დინამიური და მძლავრია. მისმა გამოჩენამ, კრიტიკოსების განცვიფრება გამოიწვია.

2.0 ლიტრიანი TSI ტიპის ძრავის სიმძლავრე 296 ცხენის ძალაა. საერთო მასის დამსახურებით კი 100კმ/სთ სისწრაფის განვითარებას Golf R 4,9 წამს ანდომებს, რაც მის წინამორბედებთან შედარებით ერთი თავით მაღლა აყენებს.

 

 

Seat Leon Cupra

ცხრილის უკანასკნელ პოზიციაზე Seat მოხვდა, რომლისთვისაც უცხო არ გახლავთ ოთცხილინდრიანი ძრავები, თუმცა განახლებულმა Leon Cupra-მ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა მომხმარებლებზე.

2.0 ლიტრიანი TSI ძრავის სიმძლავრე 286 ცხენის ძალას შეადგენს და 100კმ/სთ სისწრაფის განვითარებას 6 წამამდე ანდომებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები