LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორ ფიქრობთ, დოიაშვილი ბედნიერი და კმაყოფილია იმით, რაც თქვა? ამას წინ უძღოდა უდიდესი ბულინგი“ – კახა კალაძე დავით დოიაშვილის განცხადებაზე

321
კახა კალაძე

ზესტაფონის თეატრში, სპექტაკლის დასრულების შემდეგ, რეჟისორ დავით დოიაშვილის განცხადებას – „არა რუსულ კანონს!“, დღეს თბილისის მერი ჟურნალისტებთან გამოეხმაურა.

„მიყვარს დოი თავისი დასით! ვინმე თუ იტყვის სცენას როგორ იყენებენ პროტესტისთვისო, ეს ყოველთვის მიღებული პრაქტიკა იყო მსოფლიოში“ – ნოდიკო ტატიშვილი დავით დოიაშვილის განცხადებაზე

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ რეჟისორის ამ ქმედებას წინ უძღოდა ბულინგი:

„თქვენ როგორ ფიქრობთ, დოიაშვილი ბედნიერია და კმაყოფილია იმით, რაც თქვა? ამას წინ უძღოდა უდიდესი ბულინგი, დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისათვის, 11 აპრილს, ზესტაფონის თეატრში, სადაც „ახალი თეატრი“ მაყურებლის წინაშე წარდგა სპექტაკლით „შეყრა“, მსახიობების სცენაზე გამოსვლისა და აპლოდისმენტების შემდეგ, რეჟისორმა დავით დოიაშვილმა აუდიტორიას მიმართა განცხადებით: „არა რუსულ კანონს!“.

magti 5g