LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთათო ჩარკვიანი: „ღმერთმა არ ქნას, ეს კანონი მიიღონ, ყველაფერს ერთი ხელის მოსმით დავკარგავთ“

152
ქეთათო ჩარკვიანი

პარლამენტთან, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან შეკრებილები.

„კი – ევროპას, არა – რუსეთს! რუსულ კანონ და რუსულ ხელისუფლებას“ – კანონპროექტის განხილვის პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აქციაზე იმყოფება მომღერალი ქეთათო ჩარკვიანიც, რომლის თქმითაც, აღნიშნული კანონის მიღების შემთხვევაში, ქვეყანა დაკარგავს ყველაფერს, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში მოიპოვა:

„იქ რომ ხალხი არ იდგეს და, ღმერთმა არ ქნას, ეს კანონი მიიღონ, ერთი ხელის მოსმით დავკარგავთ ყველაფერს, რაც 30 წლის განმავლობაში სისხლით, უბედურებით, ამდენი მსხვერპლის ფასად მოგვიტანია – შესაძლოა ყველაფერი ერთიო ხელის მოსმით დავკარგოთ“, – განაცხადა ქეთათო ჩარკვიანმა.

„ნუ დარჩები სახლში, გამოდი გარეთ! რუსული კანონი გვეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს!“ – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღეს, 19:00 საათზეც გაიმართება

ყუბანეიშვილი: „ეს ქაჯეთის ციხე უნდა გადავდგათ აქედან.. დავალება აქვთ მაგათ, სხვა გზა არც აქვთ“

„მამუკა მდინარაძის ადგილას შემრცხვებოდა.. თავისი პირით ათქმევინეს, რომ ამ კანონს არასდროს დაუბრუნდებოდა და ისევ მისივე პირით გვითხრეს, რომ კანონი შემოაბრუნეს“ – ნანკა კალატოზიშვილი

mazda magti 5g