„საქართველოს, როგორც სუვერენულ ქვეყანას, შეუძლია მიიღოს ნებისმიერი კანონი, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის, მაგრამ, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება, შეუძლებელი იქნება“, – ამის შესახებ ბუნდესტაგის ევროპის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანტონ ჰოფრაიტერმა განაცხადა.
„მთავარ არხთან“ ინტერვიუში ჰოფრაიტერმა ასევე აღნიშნა, ევროკავშირი არის წესებზე დაფუძნებული ორგანიზაცია და ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც მასში გაწევრიანება სურს, ამ წესებს უნდა მისდევდეს, კანონი კი, რომელიც ცნობილია როგორც უცხოელი აგენტების კანონი, ამ წესებს არ შეესაბამება:
„საქართველო არის სუვერენული ქვეყანა და შეუძლია მიიღოს ნებისმიერი კანონი, რომელსაც საჭიროდ თვლის, ამავე დროს, ევროკავშირი არის წესებზე დაფუძნებული ორგანიზაცია და ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც მასში გაწევრიანება სურს, უნდა მისდევდეს ამ წესებს.
კანონი კი, რომელიც ცნობილია როგორც უცხოელი აგენტების კანონი, არ შეესაბამება ამ წესებს, ამიტომ, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს ამ კანონს, საქართველოსთვის შეუძლებელი იქნება ევროკავშირის წევრობა.
ასევე ნახეთ„რუსეთში, სხვათა შორის, კანონი 2012 წელს მიიღეს. ვაშინგტონისა და ბრიუსელის ძლიერი ზეწოლის მიუხედავად, კანონები ახლახან მიიღეს უნგრეთსა და ყირგიზეთშიც“. – წერს რუსეთის დუმის თავმჯდომარე.
ეს იქნება დასანანი, რადგან, გერმანიის პარლამენტის დემოკრატი წევრების უმეტესობა თვლის, რომ საქართველო უნდა იყოს ევროკავშირის წევრი. რადგან ეს კარგი იქნება, საქართველოსთვის და ასევე კარგი იქნება ევროკავშირისთვის.
საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. შესაძლოა, პარლამენტში არის ხალხი, რომლებიც სინამდვილეში ამას მხარს არ უჭერენ, ასეა თუ ისე, ჩვენი გზავნილი არის მკაფიო, თუ ეს კანონი იქნება მიღებული, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი“. – განაცხადა ანტონ ჰოფრაიტერმა.