Maroon 5-ის ფრონტმენი ადამ ლევინი და მისი მეუღლე, ბეჰატი პრინსუ ავარიაში მოყვნენ. ავტოსაგზაო შემთხვევა მალიბუში მოხდა.
ცოლ-ქმარი რესტორან Nobu-დან გამოდიოდა, როდესაც მოულოდნელად მათ ფერარის სხვა ავომობილი დაეჯახა. ავარია არც ისე სერიოზული იყო, თუმცა გარშემომყოფების მთელი რეაქცია ბეჰატიზე გადავიდა, რომელიც როგორც ცნობილია, ორსულად არის.
ადამისა და მისი მეუღლის მხრიდან ამ ფაქტზე კომენტარი არ გაკეთებულა.